ბრატისლავა ერთ დღეში

ბრატისლავას ხსენებაზე თუ პირველად “ევროტური” არ გახსენდებათ, აუცილებელია, რომ ახლავე მოძებნოთ ეს ფილმი და უყუროთ. 😀 მართალია, 10 ცენტად საკუთარ სასტუმროს ვერ გახსნით და არც ისეთი იაფი ან საშიშია აქ მოგზაურობა, როგორც ფილმი აღწერს, მაგრამ ერთხელ გასეირნებად ნამდვილად ღირს.

ბრატისლავა სლოვაკეთის დედაქალაქია, მდინარე დუნაის გარშემოა გაშენებული და იდეალური ადგილია, თუ ერთ დღიანი ტურის დაგეგმვა გსურთ ვენიდან, მაგალითად. ჩვენ 2 დღე გავატარეთ ბრატისლავაში და ბოლოს, ცოტა არ იყოს მოვიწყინეთ. ერთდღიანი ტურიც სრულიად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ რადგან პრაღას, ვენასა ბუდაპეშტს შორის მდებარეობს და სამოგზაუროდაც საკმარისი დრო გვქონდა, გადავწყვიტეთ ჩეხეთსა და უნგრეთს შორის მოგზაურობისას აქ შეგვესვენა. Continue reading “ბრატისლავა ერთ დღეში”

მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. კომოს ტბა – ერთდღიანი ტური მილანიდან

ბერგამოს შემოვლის შემდეგ გადავწყვიტეთ მეორე დღეს კომოს ტბა და მის გარშემო თავმოყრილი პატარა სოფლები შემოგვევლო.

ბერგამოს ცენტრალური სადგურიდან უნდა ჩავსულიყავით ქალაქ ლეკოში, სადაც გამოვიცვლიდით მატარებელს და გზას ვარენასკენ გავაგრძელებდით. მგზავრობას ჯამში დაახლოვებით ერთი საათი სჭირდება და ბილეთის ფასი 5 ევროს შეადგენს.

კომოს ტბის გარშემო ბევრი პატარა ქალაქია გაშენებული. მათ შორისაა თვითონ კომო, ლეკო, ვარენა, ბელაჯიო, მენაჯიო და კიდევ სხვა მრავალი. ჩვენ ვარენადან ბელაჯიოში ვაპირებდით გემით გადასვლას, დათვალიერებას და საღამოს იგივე გზით უკან დაბრუნებას.

მილანი – კომოს ტბა – ბელაჯიო

ბელაჯიო იტალია..jpegთუ მილანიდან აპირებთ კომოზე წასვლას, მაშინ რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან შეგიძლიათ პირდაპირ კომოში ჩახვიდეთ (ერთი გზის ბილეთის ფასი 4.8 ევროა), იქიდან კი სასურველ ქალაქში გემით გადახვიდეთ. ბილეთის ფასი დამოკიდებულია დისტანციაზე, თუ რა მანძილის დაფარვას აპირებთ და უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ ლინკზე იპოვით. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ მილანიდან მატარებლით პირდაპირ ვარენეში ჩახვალთ, რომლის ფასი დაახლოებით 7-8 ევრო იქნება და იქიდან გემით ბელაჯიოსა და მენაჯიოს მოინახულებთ. ამ სამ პატარა ქალაქს შორის დამაკავშირებელი გემის ერთჯერადი ბილეთი დაახლოებით 4,5 ევრო ღირს და თითქმის ყოველ 30 წუთში ერთხელ გადის. სამივე სოფლის შემოვლა საშუალოდ 15 ევრო დაგიჯდებათ + მატარებლის ორივე გზის ბილეთი – 14 ევრო. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. კომოს ტბა – ერთდღიანი ტური მილანიდან”

მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. ბერგამო – ერთდღიანი ტური მილანიდან

2017 წლის დასასასრული ძალიან საინტერესო გამოდგა ჩვენთვის. ერთდროულად და თან სრულიად დაუგეგმავად ვიყიდეთ ბილეთები ჩრდილოეთ იტალიაში (იანვარი), პარიზში (თებერვალი) და ავსტრია-ჩეხეთში (აპრილი) მოგზაურობისთვის. იანვარში ამ ყველაფერს Deep Purple-ის, Guns N’ Roses-ის, Roger Waters-ის კონცერტების ბილეთები დავუმატეთ და შეიძლება ითქვას, მთელი წლის გეგმაც გავამზადეთ. ჩვენი სიის მიხედვით, პირველად იტალიაში მოგზაურობა გვიწევდა და პოსტშიც სწორედ ამ თავგადასავალის შესახებ მინდა მოგიყვეთ 🙂

ტრადიციულად, დეკემბრის ბოლოს Ryanair-მა ბილეთებზე ისევ დიდი ფასდაკლება შემოგვთავაზა, ჩვენც ბევრი აღარ ვიფიქრეთ და 27 იანვარი-1 თებერვლისთვის, ტალინი- მილანი (ბერგამო) – ტალინის ბილეთები სულ რაღაც 40 ევროდ ვიყიდეთ. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. ბერგამო – ერთდღიანი ტური მილანიდან”